საცხოვრებელი
საინვესტიციო

გამოქვეყნებულია: 15 Jun 2025

გამომცემელი: Georgian Today

მაქრო დეველოპმენტი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს - Maqro City Tbilisi

by Georgia Today

14 ივნისს Maqro Development-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი მასშტაბური პროექტი – Maqro City Tbilisi, მომავლის ხედვით შექმნილი ურბანული სივრცე, რომელიც თბილისს ახალი სიცოცხლითა და განვითარების ახალი სტანდარტებით შეცვლის. პრეზენტაცია თბილისში გაიმართა, რის პარალელურადაც წინასწარი გაყიდვები დაიწყო. პროქტის პრეზენტაციასთან ერთად კომპანიამ მომხმარებლებს თავისი გრძელვადიანი ხედვა გააცნო.

 

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინვესტორები, წამყვანი ბიზნესმენები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, არქიტექტორები და დეველოპერები, ასევე ქართული კულტურის გამორჩეული სახეები. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ მოეწყო თეატრალური წარმოდგენები, ხოლო ბავშვებისთვის სპეციალურად შეიქმნა გასართობი სივრცე, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დრო სასიამოვნოდ და აქტიურად გაეტარებინათ სხვადასხვა თამაშებსა და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობით. განსაკუთრებით შთაბეჭავი იყო საქართველოს ეროვნული ბალეტი, “სუხიშვილების” გამოსვლა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. ღონისძიებაზე დუეტ “Georgia”-ს მიერ სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი მუსიკალური ნაწარმოების პრემიერაც შედგა.  პროექტის პრეზენტაცია DJ-ს ენერგიული გამოსვლით დასრულდა.

Maqro City Tbilisi მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი არ არის — ეს არის ქალაქი ქალაქში, რომელიც მასშტაბით, მდებარეობითა და კონცეფციით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის ურბანულ განვითარებაში.

„Maqro Development-ის დაარსების დღიდან კომპანიის მისიაა შექმნას თანამედროვე სტანდარტების, ეკომეგობრული და მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცეები“, — აღნიშნა მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა, ოღუზ ქაან ქარაერმა. — „ჩვენ მრავალი წელია საქართველოში უნიკალურ პროექტებს ვახორციელებთ, მაგალითად   Green Budapest და Green Diamond. სწორედ ამ გამოცდილებაზე, ხედვებსა და ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით ვიწყებთ სრულიად ახალ, მასშტაბურ და უნიკალურ პროექტს – Maqro City Tbilisi-ს“.

 

პროექტი მდებარეობს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და სტრატეგიულ უბანში, სადაც თავმოყრილია ძირითადი სატრანსპორტო კვანძები. სულ რამდენიმე წუთში მარტივად მისადგომია მეტროს სადგური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სავაჭრო სივრცე „ისთ ფოინთი“, ხოლო ავტომობილით რამდენიმე წუთში შესაძლებელია ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში გასეირნება, რაც ზრდის მის საინვესტიციო მიმზიდველობას.

 

„მეტრომდე მისასვლელად მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო, რაც უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას ქალაქის ნებისმიერ ნაწილთან“, — აღნიშნავს ქარაერი. „აეროპორტის სიახლოვე პროექტს დამატებით ღირებულებას სძენს, ხოლო ძირითადი სახელმწიფო და კომერციული ობიექტები პროექტთან ახლოს მდებარეობს, ან ფეხით, რამდენიმე წუთის სავალზეა“.

პროექტის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე, თვითკმარი ურბანული სივრცის იდეას, რომელიც პასუხობს უახლეს გამოცდილებებსა და გამოწვევებს. Maqro City Tbilisi არის  „ქალაქი ქალაქში“ — კომპლექსი, სადაც ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი.

„პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, საცხოვრებელ გარემოში იყოს, სპორტული, რეკრეაციული, კომერციული და საგანმანათლებლო სივრცეები“, —ამბობს ქარაერი.  „Maqro City Tbilisi სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს. ეს მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი არ არის — ეს არის ფუნქციურად სრულყოფილი და შინაარსობრივად გამართული ურბანული კონცეფცია.“

პროექტის კულტურული ხედვაც ამ კონცეფციას ეხმიანება. როგორც მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ გოგოხია აღნიშნავს, ეს მხოლოდ დეველოპერული პროექტი არ არის. ეს არის სივრცე, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, მათ ისტორიებს, კულტურასა და ხასიათს.

Maqro City Tbilisi მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი არ არის. ჩვენ ვქმნით კონცეპტუალურ ურბანულ სივრცეებს, რომელიც ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს “, — ამბობს გოგოხია.  „ზუსტად ამ იდეაზეა დაფუძნებული სახელწოდებაც — Maqro City Tbilisi.“

პროექტის ვიზუალური იდენტობაც ხაზგასმით მიუთითებს მის ღირებულებზე. „ლოგოში გამოყენებული ხოხობი უბრალოდ გრაფიკული  ელემენტი არ გახლავთ“ განმარტავს გოგოხია. „ეს არის ღირებულებების ერთიანობა, რომელიც ასახავს როგორც Maqro City Tbilisi-ის არსს, ისე თავად ქალაქის ხასიათს.”

იპოვე ბინა

გაეცანით ჩვენს ხელმისაწვდომ განცხადებებს და დაგეგმეთ პირადი ტური, რათა აღმოაჩინოთ სივრცე, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს.

პროექტის გალერეა

აღმოაჩინე უნიკალური დიზაინი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას შენი სტილით ავსებს.

პროექტის ბროშურა

დაათვალიერეთ ჩვენი პროექტის ბროშურა და იხილეთ, როგორ ვქმნით თანამედროვე ცხოვრების ახალ სტანდარტს.